ჩვენი ისტორია

"მეღვინეობა ბესინის" ისტორია 2004 წელს იწყება, როდესაც, კომპანიის მესვეურებმა კახეთის რეგიონში, სოფელ წინანდალში, უმაღლესი ხარისხის ყურძნის მისაღებად სელექციურად შერჩეული საუკეთესო ვაზი ჩაყარეს და ვენახები გააშენეს. “ბესინი” ძველ ქართულად “შესაწირ ღვინოს” ნიშნავს, რომელსაც ჩვენი წინაპრები საუკეთესო ყურძნისგან აყენებდნენ და ღმერთებს სწირავდნენ. კომპანია ბესინი 10 წელზე მეტია, რაც ქართული აბორიგენული და მსოფლიოში სახელგანთქმული ყურძნის ჯიშებისგან ჩინებულ ღვინოს აწარმოებს. ჩვენ ვქმნით ღვინოს ჭეშმარიტი დამფასებლისთვის! მეღვინეობა ბესინი - ჩვენი ღვინო - ჩვენი ღირსებაა!
ჩვენი ვენახები
ჩვენი ვენახები საქართელოს ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ და ყურძნის მოსაყვანად საუკეთესო რეგიონში - კახეთშია გაშენებული. დღეს, ჩვენ, წინანდალში, ვენახების შუაგულში მდებარე ღვინის საწარმოს ვფლობთ, რომელიც უახლესი იტალიური და გერმანული წარმოების დანადგარებითაა აღჭურვილი. საწარმოს გარშემო მდებარე ვენახების გარდა ჩვენ წინანდალის და თელიანის მიკროზონებში ვფლობთ კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთს (400 ჰა საერთო ფართბობით). აქედან, 220 ჰექტარზე ვაზი უკვე გაშენებულია. 2019 წლამდე, კომპანია რესუსრსის სრულად ათვისებას და დარჩენილ ტერიტორიაზე ვაზის გაშენებას გეგმავს. მეღვინეობა ბესინის ამჟამინდელი წარმადობა წელიწადში 3 მილიონი ბოთლია.