ბესინის შესახებ

sanergo

 

ბესინი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი კომპანიაა ქართული მეღვინეობის სფეროში. ქართულ ტრადიციებზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ბესინი, უმაღლესი ხარისხის ღვინოებს და ვაზის ნერგებს აწარმოებს.

სიტყვა “ბესინი” ძველქართულად “შესაწირ ღვინოს” ნიშნავს, რომელსაც ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ ნარჩევი ყურძნისგან და სწირავდნენ ღმერთებს, მადლობის ნიშნად. 2004 წლიდან ბესინი იყო და არის მაღალი ხარისხის ღვინისა და ვაზის ნერგების მწარმოებელი ლიდერი კომპანია საქართველოში. საერთაშორისო ბაზარზე მოპოვებული ჯილდოები და პროდუქციის ექსპორტის უხვი რაოდენობა კიდევ უფრო ამტკიცებს მისიის განაცხადს: ჩვენი ღვინო ჩვენი ღირსებაა!

 

რეგიონის მცირე ისტორიული მიმოხილვა

ღვინის დაყენების კულტურა საქართველოში, 8000 წლის განმავლობაში, იხვეწებოდა და ყალიბდებოდა. მსოფლიოს მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ვაზის სამშობლო ამიერკავკასიაა, უფრო კონკრეტულად კი საქართველო.
კახეთი – ისტორიულად, მაღალი ხარისხის ქართული ღვინო ამ რეგიონის მნიშვნელოვანი პროდუქტია. წინანდალი კი, სადაც ბესინის ვენახები მდებარეობს, ნიადაგის უნიკალური მახასიათებლებით და მიკროკლიმატით გამოირჩევა. ესაა მიზეზი, რომ ამ ადგილს ქართული მეღვინეობის ცენტრად მიიჩნევენ. უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფის თავისებურება, მზის სიუხვე და ნიადაგის ნაყოფიერება, საუკეთესო წინაპირობებია ვაზის განვითარებისთვის და შესაბამისად მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის.

 

ბესინის  მისია და მიზანი

კომპანია ბესინის მისიაა, დააკმაყოფილოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნილება ღვინოზე, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი პროდუქციის წარმოებით და მიწოდებით. ხელი შეუწყოს ქართული ღვინის უცხოურ ბაზრებზე გავრცელებასა და პოპულარიზაციას.
კომპანია ბესინის მიზანია ქართული მეღვინეობისა თუ მევენახეობის ტრადიციის შენარჩუნება, ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგების გამოყვანა, ვენახების გაშენების წესის გავრცელება და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება.

ჯილდოები

ინოვაციებისა და მაღალი ხარისხისკენ სწრაფვის შედეგად კომპანია ბესინი, ადგილობრივ და საერთაშორისო დეგუსტაციებზე, არაერთხელ დაჯილდოვდა. ბესინი არის 4 ოქროს, 7 ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მიღებული აქვს სერტიფიკატები მსოფლიო მეღვინეობის პრესტიჟულ კონკურსებზე, ამასთანავე მსოფლიო ღვინის ექსპერტების პუბლიკაციების თემაც არაერთხელ გამხდარა.
2015 წლის ჩათვლით ჯილდოები მოპოვებული აქვს ბესინის ღვინოებს – მუკუზანი, წინანდალი, მერლო, საფერავი და ქინძმარაული.

ექსპორტი

ამჟამად კომპანია ბესინი აწარმოებს საექსპორტო ღვიონოებს სხვადასხვა სავაჭრო ნიშნებით: “ბესინი”, «VITE VERA», «ქართული გენი» და სხვ. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია – რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი, ჰონგ კონგი და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა (პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია)
2015 წელს ქართული ღვინის პოპულარობის და ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდის შემდეგ, კომპანიამ სრულად დატვირთა საწარმოო სიმძლავრეები და 2 მლნ ბოთლი დაამატა საექსპორტო ქვეყნებში გასატან ოდენობას.