სანერგე

sanergo

 

 

წარმოება

ბესინის ღვინის წარმოების პროცესი მკაცრად კონტროლდება კომპანიის კვალიფიცირებული სპეციალისტების მიერ. ხანგრძლივი პროცესი ნერგის გამოყვანითა და ვენახის გაშენებით დაწყებული, ღვინის ბოთლში ჩამოსხმას და ექსპორტირების დეტალებსაც კი მოიცავს. სწორედ, ყველა ეტაპის ზედმიწევნით დაცვა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.

სანერგე

2004 წელს, წინანდლის მიკროზონაში, კომპანია ბესინიმ ვაზის სანერგე მეურნეობა მოაწყო. ქართველი და ფრანგი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით, ტრადიციულ და თანამედროვე გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომპანიას როგორც ქართული ასევე უცხოური ჯიშების, საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის ნერგები გამოჰყავს.
კომპანია ბესინი საქართველოში ვაზის ნერგების ძირითად მწარმოებელს წარმოადგენს. ვაზის ნერგები ექსპორტზე გადის აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში.

ვენახების მოვლასა და დამუშავებასთან დაკავშირებით, კომპანია კონსულტაციას და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს, როგორც ადგილობრივ ასევე უცხოელ მევენახეებს.

ვენახი
2004 წელიდან კომპანია ბესინიმ ვენახების გაშენება დაიწყო. თავდაპირველად ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ჩატარდა ნიადაგის კვლევა, ხოლო შემდგომ ანალიზებისა და ექსპოზიციის გათვალისწინებით, წინანდლისა და თელიანის სპეციფიკურ მევენახეობის ზონებში სავენახე მიწები შეირჩა.
პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული მიწების ანალიზმა ცხადყო, რომ ნიადაგი მდიდარია საჭირო მინერალებით და ვაზის გასაშენებლად საჭირო პარამეტრებს იდეალურად შეესაბამება.
მიმდებარე ზონებში კიდევ რამდენიმე მიწის ნაკვეთი, რომლის საერთო ფართობი 650 ჰექტარია კომპანიის მფლობელობაშია. აქედან 130 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ვენახი.
ბაზრის მოთხოვნების ზრდასთან ერთად, კომპანია ბესინი, თავის სავენახე ფართობებსაც ზრდის.

ქარხანა
წინანდალში, ბესინის ქარხანა, რომელიც 7 ჰექტარ ფართობზეა მოწყობილი, იტალიური ხაზებით და დანადგარებით არის აღჭურვილი. ამჟამად საწარმოს სიმძლავრე 7 მლნ ბოთლია წელიწადში, რაც სრულად აკმაყოფილებს ბესინის ღვინოებზე მოთხოვნას.
საწარმოს ტერიტორიაზე განლაგებულია 8 შენობა ტურისტული კომპლექსის შესაქმნელად.